ცნობილი ფრანგული გამოცემა "L’Equipe"-ი ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერზე საინტერესო სტატიას აქვეყნებს.
როგორც სტატიაში ვკითხულობთ, ბრედლი ბარკოლა მზადაა, ქართველ ვინგერთან კონკურენციაში იყოს.
"ბარკოლა არ თვლის, რომ ხვიჩას შეძენა კლუბში მის პოზიციებს ასუსტებს.
"ის ხვდება, რომ ეს "პარი სენ-ჟერმენია" და კონკურენცია ყოველთვის იქნება.
"შესაბამისად, ბრედლი მოტივირებულია, იცის, რაც უნდა გააკეთოს, და მზადაა, ძირითად შემადგენლობაში ადგილისთვის იბრძოლოს", - წერს "L’Equipe"-ი.