1 დღის და 3 საათის წინ
გიორგი სოხაძე
Aa

"მივედი, ვნახე, დავიპყარი" - კვარაცხელია ლიგა 1-ის კვირის საუკეთესო გუნდში მოხვდა

როგორც მოგეხსენებათ, 23 წლის ქართველმა ფეხბურთელმა ხვიჩა კვარაცხელიამ ლიგა 1-ის მე-19 ტურის შეხვედრაში “რეიმსის” წინააღმდეგ საგოლე გადაცემა შეასრულა.

საგულისხმოა, რომ ხვიჩამ თავისი სადებიუტო პერფორმანსით ფანების ტურის სიმბოლურ გუნდში მოიპოვა ადგილი.

ცხადია, ქართველ გულშემატკივრებს ამ ფაქტში დიდი წვლილი მიუძღვით.

ცნობისთვის, ხვიჩა კვარაცხელია მომდევნო მატჩს 1 თებერვალს “ბრესტის” წინააღმდეგ ჩაატარებს.

Facebook კომენტარები