როგორც მოგეხსენებათ, ხვიჩა კვარაცხელიას დებიუტი "პარის სენ-ჟერმენში" "რეიმსის" წინააღმდეგ შედგა, სადაც ქართველმა აქტივში საგოლე პასი ჩაიწერა.
საგულისხმოა, რომ ხვიჩამ თავისი სადებიუტო პერფორმანსით ფანების ტურის სიმბოლურ გუნდში მოიპოვა ადგილი.
ცხადია, ქართველ გულშემატკივრებს ამ ფაქტში დიდი წვლილი მიუძღვით.
ცნობისთვის, ხვიჩა კვარაცხელია მომდევნო მატჩს 1 თებერვალს “ბრესტის” წინააღმდეგ ჩაატარებს.