როგორც მოგეხსენებათ, ლიგა 1-ის მე-19 ტურში “პსჟ-მ” “პარკ-დე-პრენსი” არენაზე “რეიმს” უმასპინძლა.
აღნიშნულ დაპირისპირებაში თავი ქართველმა ფეხბურთელმა ჩინებული ასისტით გამოიჩინა.
ფრანგი კლუბის ფანს ფსონი ჰქონდა განთავსებული, კერძოდ, ხვიჩას ასისტზე.
თანხა, რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, ძალიან სოლიდურია - 1000 ევრო.
კვარაცხელიას ამ ასისტით გულშემატკივარმა დაახლოებით 1800-2000 ევრო მოიგო, რაც ნამდვილად დიდი თანხაა.
"კვარა მადლობა, შენი წყალობით დიდი ფული მოვიგე" - წერს პსჟ-ს ფანი.