ზაირ-ემერიმ ქარიმ ბენზემას რეკორდი მოხსნა » isport.ge
11 თვის და 1 კვირის წინ
გიორგი რაზმაძე
Aa

ზაირ-ემერიმ ქარიმ ბენზემას რეკორდი მოხსნა

ფრანგული "პარი სენ ჟერმენი" ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში ჩარჩენასთან ერთ ნაბიჯში გახლდათ, თუმცა დორტმუნდის "ბორუსიასთან" გუნდმა იმ ყაიმის გაგორება, რომელიც მათ ხელს აძლევდა ("ნიუკასლისა" და "მილანის" შეხვედრის შედეგიდან გამომდინარე), მაინც მოახერხა,

მერვედფინალის საგზური "პსჟ-ს" 17 წლის სუპერტალანტმა, ვარენ ზაირ-ემერიმ მოუტანა. "ზიგნალ იდუნა პარკზე" გამართული მატჩის 56-ე წუთზე ზაირ-ემერიმ გრეგორკობელის კარი აიღო ზუსტი გასროლით აიღო და კარიმ ადეიემის მიერ 5 წუთით ადრე გატანილი გოლი გაქვითა.

სხვათა შორის, პარიზული კლუბის აკადემიის აღზრდილი ნახევარმცველი გუშინ ჩემპიონთა ლიგისა და ფრანგული ფეხბურთის ისტორიაში შევიდა.

საქმე იმაში გახლავთ, რომ ვარენი გახდა ყველაზე ახალგაზრდა ფრანგი ფეხბურთელი, რომელსაც ჩემპიონთა ლიგაზე გოლი გაუტანია. მან ეს 17 წლისა და 280 დღის ასაკში გააკეთა.

ზაირ-ემერიმ წუხელ ქარიმ ბენზემას მიერ 2005 წელს დამყარებული რეკორდი მოხსნა. 17 წლისა და 352 დღის ქარიმმა, რომელიც ლიონის "ოლიმპიკის" ღირსებას იცავდა, მაშინ ნორვეგიულ "როზენბერგს" გაუტანა.

შეგახსენებთ, რომ ზაირ-ემერი ასევე გახლავთ "პსჟ-ს" ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი და გოლეადორი ნებისმიერ ტურნირზეც. მიმდინარე სეზონში ვარენის მონაგარი 3 გოლსა და 5 ასისტს შეადგენს.

Facebook კომენტარები