"პარის სენ-ჟერმენის" მეკარემ, ჯალუიჯი დონარუმამ "მანჩესტერ სიტისთან" მატჩის შემდეგ ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.
იტალიელმა კარის დარაჯმა ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერზეც გააკეთა კომენტარი:
"კვარაცხელია საოცარი ბიჭია, ვფიქრობ მასთან ერთად უფრო ძლიერი გუნდი ვიქნებით".
აქვე შეგახსენებთ, რომ კვარას დებიუტი ახალ გუნდში 25 იანვარს "რეიმსის" წინააღმდეგ შედგება.