როგორც მოგეხსენებათ, 2024/25 წლების საფრანგეთის ლიგა 1-ის სეზონი განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს ქართველი ფეხბურთის გულშემატკივრებში.
მიზეზი მარტივია, ლიგა ერთში სამი ქართველი ფეხბურთელი თამაშობს: ხვიჩა კვარაცხელია (პსჟ), ზურიკო დავითაშვილი (სენტ-ეტიენი) და ჟორჟ მიქაუტაძე (ლიონი).
გთავაზობთ, განსაკუთრებული თარიღებს, როდესაც ქართველი ფეხბურთელის გუნდები ერთმანეთს დაუპირისპირდებიან.
📌 ლიონი VS პსჟ – 23 თებერვალი:
ხვიჩა კვარაცხელია და ჟორჟ მიქაუტაძე ერთმანეთს პირველად დაუპირისპირდებიან. ჟორჟი ლიონის ერთ-ერთი მთავარი ბომბარდირია და პსჟ-სთან თამაშისთვის განსაკუთრებულად მოემზადება.
📌 სენტ-ეტიენი VS პსჟ – 30 მარტი:
ხვიჩა კვარაცხელია და ზურიკო დავითაშვილი ერთმანეთს სენტ-ეტიენში შეხვდებიან. ზურიკოს სენტ-ეტიენში დებიუტი წარმატებული აქვს და პსჟ-ს წინააღმდეგ თავის გამოჩენის შანსი კვლავ ექნება.
📌 სენტ-ეტიენი VS ლიონი – 15 აპრილი:
ზურიკო დავითაშვილი და ჟორჟ მიქაუტაძე ერთმანეთს კვლავ შეხვდებიან კლასიკურ რეგიონალურ დაპირისპირებაში.