როგორც მოგეხსენებათ, მერაბ დვალიშვილმა უმარ ნურმაგომედოვის წინააღმდეგ ქამარი უპრობლემოდ დაიცვა.
UFC-ის ბოსი მერაბ დვალიშვილის წარმატებულ ქამრის დაცვას ეხმაურება:
“ამ ბიჭის ტემპი და ჩხუბი… მეხუთე რაუნდმა ცოტა გამაკვირვა. მერაბი ისე გამოიყურებოდა, თითქოს ორთაბრძოლა ახალი დაწყებული ჰქონდა და მეგონა, უმარს გადაუვლიდა, თუმცა, სიფრთხილე გამოიჩინა. რაც არ უნდა იყოს, დვალიშვილი საოცრად გამოიყურებოდა და ბრწყინვალე გამოსვლა აჩვენა.
ვინ მოახდინა ჩემზე ყველაზე დიდი შთაბეჭდილება? თანამთავარი და მთავარი მოვლენის მონაწილეებმა. მერაბის ტემპმა და იმან, რამდენად კარგად გამოიყურებოდა, ჩემზე შთაბეჭდილება მოახდინა. ბევრს ეგონა, რომ უმარი ჭიდაობაში აჯობებდა, მაგრამ ასე არ მომხდარა. სხვათა შორის, საერთოდ არ გვიხსენებია, რომ დვალიშვილმა ჟორჟ სენ-პიერის რეკორდი და ყველაზე მეტი თეიქდაუნი აქვს UFC-ში. მერაბს საოცარი საღამო ჰქონდა.
რა მითხრა მერაბმა ჩხუბის შემდეგ? UFC მიყვარს და მადლობა ყველაფრისთვისო. გაგიჟებული იყო და ვუთხარი, ჯო როგანს დაელაპარაკე, ჩვენ მერე ვისაუბრებთ-მეთქი. ჩვენ კარგი ურთიერთობა არ გვაქვს. მას გაუკეთებია რაღაცები, რაც არ მომწონებია. ვერ ვიტყვი, რომ დვალიშვილი არ მომწონს, მაგრამ რაღაც მომენტები გვქონდა, თუმცა, ეს ტიპური მოვლენაა, მსგავსი მომენტები ყველასთან მაქვს“. - განაცხადა დანა ვაითმა.
მომზადებულია Crystalsport-ის მიხედვით.