როგორც მოგეხსენებათ, ხვიჩა კვარაცხელიას "პარის სენ-ჟერმენს" შეურთდა.
კლუბში მისვლის შემდეგ კვარამ საინტერესო კომენტარი გააკეთა.
"პროექტმა დამარწმუნა აქ გადმოსვლაში. მე ვიცი, რისი მიღწევა სურს კლუბს და როგორ მუშაობენ ისინი ფეხბურთელებთან. ეს შეესაბამება ჩემს ხასიათს.
"ბევრმა დიდმა მოთამაშემ ითამაშა აქ, ამიტომ ბევრი არ მიფიქრია, პსჟ-ში თამაშს მარტივად დავთანხმდი", - თქვა ხვიჩამ