1 წლის და 6 თვის წინ
ნიკა მშვილდაძე
Aa

"ამის გარეშე წარმატებას ვერ მივაღწევთ" - სანიოლის კომენტარი ლუქსემბურგთან მატჩის წინ

როგორც მოგეხსენებათ, საქართველოსა და ლუქსემბურგის მატჩამდე ერთი დღეა დარჩენილი.

აღნიშნული დაპირისპირების წინ, საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა მედიასთან ისაუბრა.

"ასეთ მატჩში სულისკვეთება ძალიან მნიშვნელოვანია, რის გარეშეც წარმატებას ვერ მივაღწევთ. ფეხბურთელებს ვუთხარი, რომ კონცენტრაციაა საჭირო.

"მატჩი ხვალაა და სწორედ ამიტომ მოსამზადებლად ცოტა დრო გვაქვს. თითოეულმა ფეხბურთელმა იცის, თუ როგორ უნდა მოემზადოს.

"რა თქმა უნდა, მეტოქის თამაშები ვნახე. გეგმა დავსახეთ. ვეცდებით, ბურთი გავაკონტროლოთ. მნიშვნელოვანია, ბოლომდე დავიხარჯოთ და საკუთარი შესაძლებლობები გამოვავლინოთ", - თქვა სანიოლმა.



Facebook კომენტარები