1 თვის და 3 კვირის წინ
გიორგი სოხაძე
Aa

“მე მას მადლობას არ ვეუბნები, ის ამას არ იმსახურებს” – რას ამბობს ნაპოლის ლეგენდარული კაპიტანი კვარაცხელიას ტრანსფერზე

ნაპოლის ყოფილმა კაპიტანმა ჯუზეპე ბრუსკოლოტიმ ხვიჩა კვარაცხელიას "პსჟ"-ში ტრანსფერის შესახებ ერთ-ერთ საფეხბურთო გადაცემაში ისაუბრა:

“მე კვარაცხელიას მადლობას არ ვეუბნები, არამედ ჩაოს (ciao). არ მინდა მას მადლობა გადავუხადო, რადგან ის ამას არ იმსახურებს. რატომ არ აუხსნა მან გულშემატკივრებს წასვლის მიზეზი? მან ხალხს უნდა აუხსნას მოვლენები როგორ წარიმართა.

კვარამ თავისი წვლილი შეიტანა სკუდეტოს მოგებაში და ეს უნდა აღინიშნოს, მაგრამ საუკეთესო არის ის, რომ დასასრული უნდა იყოს სწორი. წასვლით ყველა მიდის, თავის დროზე მარადონაც წავიდა, მაგრამ მთავარია კარგად მოიქცე“, - თქვა ბრუსკოლოტიმ.

Facebook კომენტარები