1 წლის წინ
გიორგი რაზმაძე
Aa

"ლუტონის" კაპიტანმა მოედანზე გულის შეტევა გადაიტანა

ინგლისის პრემიერ ლიგის მე-17 ტურის მატჩი, სადაც ერთმანეთს "ლუტონ თაუნი" და "ბორნმუთი" უპირისპირდებოდნენ, 65-ე წუთზე შეწყდა. ამის მიზეზი მასპინძელთა 29 წლის კაპიტნის, ტომ ლოკიერს მიერ გულის შეტევის გადატანა გახლდათ.

"ლუტონმა" სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა ოფიციალური განცხადება, რომლის თანახმადაც, ტომის მდგომარეობა ახლა სტაბილურია.

"ჩვენმა სამედიცინო შტაბმა დაადასტურა, რომ კაპიტანმა მოედანზე გულის შეტევა მიიღო, მაგრამ იმ მომენტისთვის, როცა მინდვრიდან საკაცით გაჰყავდათ, კონტაქტური გახლდათ.

ტომი საავადმყოფოში გადაიყვანეს. მისი მდგომარეობა ახლა სტაბილურია, გვერდით ოჯახის წევრები ჰყავს და დამატებით გამოკვლევებს იტარებს," - წერია პოსტში.

მატჩის შეწყვეტის მომენტისთვის ანგარიში 1:1 გახლდათ. ჯერჯერობით უცნობია, როდის გაგრძელდება იგი.

აქვე გეტყვით, რომ მსგავსი რამ ლოკიერს ამა წლის მაისშიც დაემართა. "ქოვენთრი სიტისთან", ჩემპიონშიფის პლეი ოფის ფინალში მომხდარი ამბის შემდეგ, ივნისში ტომმა გულზე ოპერაცია ჩაიტარა და ასე დაუბრუნდა ფეხბურთს.

პრემიერ ლიგაში ჩატარებულ 14 მატჩში უელსეს 1 გოლი აქვს გატანილი.

Facebook კომენტარები