3 თვის და 1 კვირის წინ
სახელი უცნობია
Aa

4-5 ჯერ მეტი ხელფასი - ხვიჩასა და “პსჟ” შორის სავარაუდო კონტრაქტის დეტალები ცნობილია

როგორც მოგეხსენებათ, გარკვეული ცნობებით ფრანგულმა კლუბმა “პსჟ-მ” ხვიჩა კვარაცხელიასთან 5 წლიანი კონტრაქტის ყველა დეტალი შეათანხმა.

ქართველმა ფეხბურთელმა, როგორც ანტონიო კონტემ განაცხადა, კლუბის იანვარში დატოვებაზე ესაუბრა.

ფრანგულ მედიაზე დაყრდნობით კვარას ანაზღაურება ამჟამინდელთან შედარებით 4-5-ჯერ მეტი იქნება, რაც დაახლოებით 8 მილიონ ევროს + ბონუსებია.

ასევე როგორც ფაბრიციო რომანო იუწყება, მხარეებს შორის შეხვედრა მომავალ კვირაში შედგება.

Facebook კომენტარები