როგორც მოგეხსენებათ, ბოლო პერიოდში ილია თოფურიასა და კონორ მაკგრეგორის ურთიერთობა აირია.
ამის მიზეზი კი ის მწვავე განცხადებებია, რომელიც ორივე მხრიდან ერთმანეთის მისამართით გაკეთდა.
აღსანიშნავია, რომ კონორის იმ განცხადებას, რომ ილია უფრო ესპანელია, ვიდრე ქართველი, თოფურიამ ძალიან საინტერესოდ უპასუხა.
"მაკგრეგორის განცხადება ჩემზე? როცა სარკეში წელს ქვემოთ ვიყურები, მგონია, რომ მე უფრო აფრიკელი ვარ, ვიდრე ფრენსის ნგანუ", - თქვა ილიამ ირონიით.