როგორც მოგეხსენებათ, სტამბულის "გალათასარაის" გიორგი მიქაუტაძის შეძენა ძალიან სურს.
თურქებმა "ლიონს" უკვე 2-ჯერ მიმართეს წინადადებით, თუმცა ფრანგულმა გუნდმა ორივეჯერ უარით გაისტუმრა და უფრო დიდი თანხა მოთხოვა.
ახლახანს მედიაში ვრცელდება ცნობა, რომ "გალათასარაიმ" მესამე შეთავაზებაც გააგზავნა.
22 მილიონ ევროს + 3 მილიონი ევრო ჟორჟის სანაცვლოდ, თუმცა ამჯერადაც უარი.
ლიონელებმა ქართველის სანაცვლოდ 30 მილიონი ევრო მოითხოვეს.
აქვე შეგახსენებთ, რომ ქართველს გუნდის დატოვება არ სურს, თუმცა "ლიონის" ფინანსური პრობელმები ყველაფერს თავდაყირა აყენებს.