გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, თურქული გრანდი „გალათასარაი“ უკვე მესამედ აგზავნის შეთავაზებას მიქაუტაძეზე, რომლის თანხაც 22 მილიონ ევროსა და 3 მილიონ ევროს ბონუსს შეადგენს.
თუმცა, ლიონი ქართველი ფეხბურთელის სანაცვლოდ ახლა 30 მილიონ ევროს ითხოვს, მაშინ როცა მათი თავდაპირველი მოთხოვნა 25 მილიონი ევრო იყო.
მიუხედავად მიმდინარე მოლაპარაკებებისა, ცნობილია, რომ გიორგი მიქაუტაძე ამ ეტაპზე არ არის დაინტერესებული თურქეთში გადასვლით.
ჯერ კიდევ გაურკვეველია, სად გააგრძელებს ახალგაზრდა ქართველი ფორვარდი კარიერას.