3 თვის და 2 კვირის წინ
სახელი უცნობია
Aa

“ 2-3 წელში “ბარსაში” ან “რეალში” გადავა…” - რას ამბობს ადილ რამი მიქაუტაძეზე

როგორც მოგეხსენებათ, გიორმი მიქაუტაძე ბოლო პერიოდში ძალინ ათამაშდა და ფაქტიურად მოედანს უგოლოდ აღარ ტოვებს.

ამ ყველაფერს კი ყოფილი ფრანგი ფეხბურთელი ადილ რამი გამოემაურა:

"ალბათ იფიქრებთ აჭარბებსო, თუ გეტყვით, რომ მიქაუტაძეს თავისუფლად შეუძლია ევროპის ტოპ 10-დან რომელიმე გუნდში თამაში.

მაგალითად, თუ პსჟ ტოპ 10 გუნდში შედის, მაშინ ის ამ გუნდში 9 ნომრის პოზიციაზე იდეალურად ითამაშებდა. ჯერ მხოლოდ 24-25 წლისაა და მალე კიდევ უფრო მეტს დაამტკიცებს.

ამჟამად ბარსელონაში ლევანდოვსკია, თუმცა თუ 2-3 წელიწადში მიქაუტაძე ბარსაში ან რეალში გადავა, ყველაფერს გაანადგურებს, რადგან კარგი მეპასეები ეყოლება და გოლების გატანა არ გაუჭირდება.

ლიონში მისი პროგრესი აშკარაა და როცა მიქაუტაძეს მალე დიდ გუნდში იხილავთ, ჩემ სიტყვებს გაიხსენებთ", - განაცხადა ფრანგმა.


აქვე გეტყვით, რომ ადილ რამი საფრანგეთის ნაკრებში 36 მატჩი ჩაატრა.


Facebook კომენტარები