UFC-ის ბრიტანელმა მებრძოლმა, პედი პიმბლეტმა ერთ-ერთ გადაცემაში ილია თოფურიაზეა განცხადება გააკეთა:
"ვერ დაველოდები იმას თუ როდის დაბრუნდება თოფურია მსუბუქ წონაში. მე ისევ ვფიქრობ, რომ მისი დამარცხება შემიძლია
მალე ვოლკანოვსკი რემატჩს მიიღებს და იმედი მაქვს, რომ ილიას გაანადგურებს, მაგრამ თუ ის კვლავ ვერ შეძლებს ამის გაკეთებას, მაშინ მე თოფურიას დასაჩოქებლად ნებისმიერ დროს მზად ვარ", - ამბობს პედი პიმბლეტი
აქვე შეგახსენებთ, რომ რამდენიმე წლის წინ ილია პიმბლეტს საჯაროდ საქართველოს შეურაწყოფისთვის დაუპირისპირდა.