მედიაში გავრცელებული ინფორმააცით, რომელსაც “Geo-team”-ი ავრცელებს, საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა გიორგი მიქაუტაძემ ძალიან დასაფასებელი რამ გადაწყვიტა.
კერძოდ, მიქაუტაძემ გულშემატკივრებს თხოვა 18 დეკემბერს “ლიონის” სტადიონის მაღაზიაში თოჯინები და სათამაშოები მიიტანონ.
19 დეკემბერს კი ქართველი ფეხბურთელი ლიონის ქალთა და ბავშვთა საავადმყოფოს საჩუქრებით პირადად ესტუმრება.