როგორც მოგეხსენებათ, ესპანეთის ქალაქ ვალენსიაში განვითარებული სტიქიური უბედურების გამო ლა ლიგის რამდენიმე მატჩი გადაიდო.
მათ შორის "ვალენსიასა" და მადრიდის "რეალს" შორის შეხვედრაც.
აღნიშნული დაპირისპირება ესპანეთის საფეხბურთო ასოციაციამ 2 იანვარს ჩანიშნა.
შეგახსენებთ, რომ ჩვენთვის ეს დაპირისპირება საყურადღებოა, რადგან "ღამურების" კარს გიორგი მამარდაშვილი დაიცავს.