2 კვირის და 2 დღის წინ
ნიკა მშვილდაძე
Aa

"რაც შეიძლება მალე" - როგორ ჩაინიშნა სინამდვილეში მერაბისა და უმარის ბრძოლა

როგორც მოგეხსენებათ, უკვე ოფიციალურად ცნობილი გახდა, რომ მერაბ დვალიშვილი საჩემპიონო ქამარს უმარ ნურმაგომედოვის წინააღმდეგ დაიცავს.  

აღნიშნულ ბრძოლასთან დაკავშირებით დანა უაითმა საინტერესო რამ განაცხადა. 

"გასულ ღამეს დვალიშვილმა ოფისში მომაკითხა და მითხრა, რომ იგი დაიღალა უმარის უპატივცემულობითა და შეურაცხყოფებით. ამიტომ მერაბს სურდა, რომ მასთან ბრძოლა რაც შეიძლება მალე ჩამენიშნა. 

"უმარს დავურეკეთ და გვიპასუხა, რომ ის ნებისმიერ დროს, ნებისმიერ ადგილას იყო მზად", - თქვა დანა უაითმა.

Facebook კომენტარები