საქართველოს ნაკრებისა და "ლიონის" შემტევის გიორგი მიქაუტაძის სახლი გაძარცვეს.
როგორც მედიაში იწერება, ზარალი 200 000 ევროს შეადგენს.
ცნობისთვის, ქართველის ხელფასი ფრანგულ კლუბში კვირაში 62,885 ევროს შეადგენს, ხოლო წლიურად 3 270 000 ევროს.
აქვე შეგახსენებთ, რომ ჟორჟი "ლიონთან" ერთად შემდეგ მატჩს 8 დეკემბერს "ანჟერსის" წინააღმდეგ გამართავს.