როგორც მოგეხსენებათ, “უოტფორდის” 25 წლის ქართველი ფეხბურთელი, გიორგი ჩაკვეტაძე ბოლო დროის განმავლობაში დიდებულ ფორმაში იმყოფება.
“უოტფორდთან” დაახლოებულმა კომენტატორმა, ჯასტინ ბიტიმ დაასახელა ფასი, რომლის სანაცვლოდაც ბრიტანული გუნდი ჩაკვეს შეელევა.
ირკვევა, რომ ინგლისელები ჩაკვეს დაახლოებით 10-20 მილიონ გირვანქა სტერლინგად დათმობენ.