საქართველოში მიმდინარე მოვლენებს უკვე არაერთი სპორტსმენი გამოეხმაურა.
გთავაზობთ რამდენიმეს:
ლევან საგინაშვილი: "ასე აღარ შეიძლება! გასკდა გული"
ხვიჩა კვარაცხელია: მოგესალმებით, ვადევნებ თვალს ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს და მინდა, დავაფიქსირო ჩემი, როგორც ერთი მოქალაქის, აზრი და პოზიცია.
ქართველის ხალხის სურვილი და ნება არის ევროპული გზით სიარული და სვლა, ეს ჩვენი ისტორიული არჩევანია, ერთადერთი სწორი არჩევანი და დაუშვებელია ამ გზიდან გადახვევა. ეს ქვეყანა ეკუთვნის ხალხს და არავინ დგას ხალხის ნებაზე მაღლა.
მტკივა ჩემი ქვეყანა, მტკივა ჩემი ხალხი, მტკივნეული და ემოციურია იმ ვიდეოების ყურება, რაც ვრცელდება, შეწყვიტეთ ძალადობა და აგრესია! საქართველო იმსახურებს ევროპას დღეს ისე, როგორც არასდროს!“.
დავით ნინიაშვილი: "რთულია ამ ყველაფერს უყურო შორიდან. მადლობა ბრძოლისთვის! მადლობა თავგანწირვისთვის!"
ზაზა ფაჩულია: "რთულია, უყურო ამ კადრებს და არ გაგიჩნდეს პროტესტი, როდესაც ქართველი ქართველს ასე უსწორდება. ვგმობ და ვემიჯნები ნებისმიერი მხრიდან წარმოქმნილ ყველანაირ ძალადობას. საქართველო იყო, არის და იქნება ევროპის განუყოფელი ნაწილი“
ბუდუ ზივზივაძე: "ყოველთვის ვიდექი და ვიდგები საქართველოს და ქართველი ხალხის გვერდით, რომლებიც იბრძვიან საქართველოს უკეთესი მომავლისთვის.
ვგმობ ძალადობას და შეუძლებელია იმის ყურება, რაც დღეს საქართველოში ხდება.
საქართველო იმსახურებს, იყოს ერთიანი და ევროპის ნაწილი. ჩემი შეხედულება არასოდეს შეცვლილა. საქართველოს ადგილი ევროპაშია“.
თორნიკე შენგელია: "ქართველი ხალხი ოდითგანვე თავისუფლების დასაცავად იბრძოდა. ჩვენ ერის დაჩარგვრა და დაჩოქება ვერავინ შეძლო და ვერც შეძლებს! ეს ყველაფერი ერთობით არის შესაძლებელი
რაც დღეს ჩვენს ქვეყანაში ხდება, ყოვლად მიუღებელია!
გულსატკენი და შემზარავია, თანამემამულეები მიმართ ძალადობის კადრების ყურება.
ვგმობ და ვემიჯნები ძალადობას!
ჩვენი მომავალი ევროპაშია!
მშვიდობა საქართველოს და ქართველს ხალხს"