9 თვის და 1 კვირის წინ
Giorgi Chanturia
Aa

“მარადონას საკუთარ თავს ვერ შევადარებ” - ხვიჩა კვარაცხელია

საქართველოს ნაკრებისა და “ნაპოლის” 23 წლის გარემარბა, ხვიჩა კვარაცხელიამ Versus-თან საინტერესო ინტერვიუ ჩაწერა, რომელიც Calcio Napoli24-მა გამოაქვეყნა:

“ადიდასის ახალი ბუცები ძალიან კომფორტულია. ეს ბრენდი ზიდანს და ფეხბურთის სხვა ლეგენდებს ეცვათ. მსიამოვნებს თუ არა კვარადონას მეტსახელი? მარადონა ფეხბურთის ღმერთი იყო, ცხადია ეს ყველაფერი სასიამოვნოა, თუმცა თავს ვერ შევადარებ ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელს. ნაპოლის ქომაგები ბრწყინვალე ადამიანები არიან და ვცდილობ, რომ მათ იმედები არ გავუცრუო. ახლა საქართველოში ბავშვებისთვის მისაბაძ ფეხბურთელად ვითვლები, ამიტომ ვცდილობ, რომ მშვიდი, თავმდაბალი და გაწონასწორებული ვიყო. მსურს, რომ მოედანსა და მის გარეთ განვითარებულ მივლენებზე მაქსიმუმი გავაკეთო”. - განაცხადა კვარამ.

ცნობისთვის, ხვიჩამ მიმდინარე სეზონში 10 გოლი გაიტანა და 5 საგოლე გადაცემა შეასრულა.

Facebook კომენტარები