1 თვის წინ
გიორგი სოხაძე
Aa

"ჩაკვეტაძეს იმ შემთხვევაში გავყიდით, თუ "სიტი" 100 მილიონს შემოგვთავაზებს" - რა თქვა "ვოტფრიდ" აღმასრულებელმა დირექტორმა

როგორც მოგეხსენებათ, გიორგი ჩაკვეტაძემ საკუთარი თამაშით ინგლისში ძალიან ბევრი კლუბი მოხიბლა.

თუ ასე გაგრძელდა "ვოტფორდს" ქართველის შენარჩუნება ძალიან გაუჭირდება.

ინგლისური კლუბის აღმასრულებელ დირექტორს, სკოტ დაქსბერმს ჩაკვეზე კითხვას უპასუხა.

ჟურნალისტი: "გიორგი ჩაკვეტაძემ, კვადვო ბაამ და მეტ პოლოკმა ცოტა ხნის წინ ახალი კონტრაქტები გააფორმებს. რა მოხდება, თუ იანვარში მათზე შეთავაზებები გექნებათ?“

სკოტი: "ჩვენი გეგმაა, რომ ეს ფეხბურთელები იანვარში არ გავყიდოთ. ვერ წარმოვიდგენ სცენარს, რომელშიც მათი გაყიდვა იანვარში რეალობა იქნება. კარგად ვთამაშობთ ამ სეზონში, ამიტომ, ამას აზრი არ აქვს. თუმცა, მანჩესტერ იუნაიტედი ან მანჩესტერ სიტი თუ 100 მილიონ გირვანქა სტერლინგს შემოგვთავაზებს ერთ-ერთი მათგანისთვის, მაშინ, ალბათ, ქლევერლისთან განვიხილავთ. სხვა შემთხვევაში აზრი არ აქვს, ჩვენ კონკურენტუნარიანი, მდგრადი კლუბი ვართ და გაყიდვების საჭიროება არ გვაქვს".

Facebook კომენტარები