1 კვირის და 5 დღის წინ
ზურა ახალკაცი
Aa

პერესმა გადაწყვეტილება მიიღო - რეალის სატრანსფერო გეგმა ცნობილია

მადრიდული გრანდისთვის წლევანდელი სეზონი საკმაოდ წარუმატებლად დაიწყო. გუნდს ტრავმების გამო დანი კარვახალი, ედერ მილიტაო, ტიბო კურტუა, ლუკას ვასკესი, აურელიენ ჩუამენი, ალაბა და როდრიგო გამოაკლდნენ. აღსანიშნავია ისიც, რომ კარვახალი და მილიტაო დიდი ალბათობით მთელ სეზონს გამოტოვებენ.

ესპანური მედიები აქტიურად საუბრობდნენ „რეალის“ სატრანსფერო გეგმებზე. თუმცა, კლუბის პრეზიდენტმა საკმაოდ საინტერესო განცხადება გააკეთა. ფლორენტინო პერესის გადაწყვეტილებით, ესპანური კლუბი იანვრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში არავის არ დაიმატებს.

პერესის მსგავსი გადაწყვეტილება რამდენიმე ფაქტმა განაპირობა. როგორც ცნობილი გახდა, შესაძლოა დავიდ ალაბა საკმაოდ მალე დაუბრუნდეს მოედანს. ამასთანავე, დიდი ალბათობით ლუკას ვასკესიც მალე დაბრუნდება თადარიგში, რადგან მისი ტრავმა არც ისე ხანგრძლივი აღმოჩნდა, როგორსაც თავიდან ვარაუდობდნენ. შესაბამისად, "რეალი" იანვარში დანაკლისის სასწრაფოდ შევსებას აღარ შეეცდება.

Facebook კომენტარები