ქართველი მორაგბეებისთვის წლევანდელი ევროპული ტურნირიც საკმაოდ წარმატებით მიმდინარეობს. საქართველოს 18-წლამდე მორაგბეთა ნაკრებმა ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე ასპარეზობის უფლება კიდევ ერთხელ მოიპოვა. ამჯერად მათ ნახევარფინალში ნიდერლანდების დამარცხება მოუწიათ. დაპირისპირება ქართველების მარტივი გამარჯვებით, 36:7 დასრულდა.
უკვე ცნობილია ფინალური ოპონენტიც. ზურაბ ამონაშვილის გუნდი ტიტულის მოსაპოვებლად ესპანეთის ნაკრებს დაუპირისპირდება. აღსანიშნავია, რომ საქართველოს ნაკრებს 18-წლამდე ევროპის ჩემპიონატი ისტორიაში ჯამში 5-ჯერ აქვს მოგებული.
ქართველი მორაგბეები ევროპის ჩემპიონის ტიტულის დასაცავად ესპანელებს 23 ნოემბერს დაუპირისპირდებიან.