როგორც მოგეხსენებათ, ხვიჩა კვარაცხელიამ "Adidas Predator"-ის წევრი გახდა.
აღნიშნულის შემდეგ, ქართველმა მოთამაშემ კომპანიასთან საინტერესო ინტერვიუ ჩაწერა.
"ეს ბუცები დიდ ფეხბურთელებს მახსენებს, ზიდანსა და კიდევ სხვა ლეგენდებს. ჩემთვის დიდი პატივია ამით თამაში".
"როგორია "ნაპოლიში" თამაში და როგორ მიგიღეს ფანებმა?"
"გულშემატკივრობა უბრალოდ საოცარია. ვამაყობ, რომ მათ ჩემს მიმართ ასეთი დამოკიდებულა აქვთ.
"ეს უდიდესი გუნდია, სადაც მარადონა თამაშობდა. ასევე კარგი ქალაქია, სადაც დაუვიწყარი თავგადასავალი, შეიძლება გადაგხდეს.
"შენ გაქვს უნიკალური სათამაშო მანერა. როგორ ჩამოიყალიბე ეს სტილი"?
"ვარჯიშების შემდეგ ფეხბურთს ჩემს მეგობრებთან ერთად ვთამაშობდი პატარა სტადიონზე, საქართველოში. აი, აქ ჩამოვიყალიბე ჩემი უნარები, თუ სტილი".
"ეს სპორტი ძალიან მიყვარს და ვცდილობ თითოეული წამით ვისიამოვნო", - თქვა ხვიჩამ.