"კელეჰერმა დაამტკიცა, რომ თამაშს იმსახურებს, მამარდაშვილი "ლივერპულში" პრობლემებს გამოიწვევს" - რას ამბობს ინგლისელი სკაუტი » isport.ge
4 დღის და 21 1 საათის წინ
გიორგი სოხაძე
Aa

"კელეჰერმა დაამტკიცა, რომ თამაშს იმსახურებს, მამარდაშვილი "ლივერპულში" პრობლემებს გამოიწვევს" - რას ამბობს ინგლისელი სკაუტი

როგორც მოგეხსენებათ, 2024/25 სეზონის დასრულების შემდეგ გიორგი მამარდაშვილი კარიერას "ლივერპულში" გააგრძელებს.

ინგლისური კლუბის ამჟამინდელი პირველი ნომერი ალისონ ბეკერია, თუმცა მას ტრავმა აქვს.

მისი შემცვლელი, კაომინ კელეჰერი კი კარგ შთაბეჭდილებას ტოვებს.

არსებულ სიტუაციაზე ერთ-ერთ ბრიტანულ გადაცემაში ყოფილმა საფეხბურთო სკაუტმა, მიკ ბრაუნმა ისაუბრა:

"მამარდაშვილის "ლივერპულში" ტრანსფერი კითხვის ნიშნებს აჩენს. ალისონის ტრავმის შემდეგ, კაომინ კელეჰერმა დაამტკიცა, რომ ძირითად შემადგენლობაში ადგილს იმსახურებს"

"კელეჰერის შესაძლებლობებს კარგად ვიცნობ და დარწმუნებული ვარ, სათანადო ნდობის შემთხვევაში "ლივერპულის" გულშემატკივრებს"

"იმედებს არ გაუცრუებს, თუმცა მეორე მეკარის სტატუსით ამის გაკეთება რთული იქნება. "მერსისაიდელების" ხელმძღვანელებს სერიოზული გადაწყვეტილების მიღება მოუწევთ"

'მამარდაშვილის ტრანსფერი კაომინს პრობლემებს უქმნის და გარანტიები სჭირდება, თუ ის სათამაშო დროის გარანტიას ვერ მიიღებს, მაშინ აუცილებლად უნდა წავიდეს", - თქვა ბრაუნმა.

Facebook კომენტარები