როგორც მოგეხსენებათ, საქართველოსა და უკრაინას შორის გამართული შეხვედრა ფრედ 1:1 დასრულდა.
ცვლილებიდან გამოსულმა გიორგი მიქაუტაძემ ანგარიში გაათანაბრა.
ბოლო წუთებზე სტუმრებს კონტრშეტევაზე 2 ძალიან კარგი შანსი ჰქონდათ, თუმცა საქართველოს მხსნელად გიორგი მამარდაშვილი მოევლინა.
ქართველი მეკარის გმირობას მისი მომავალი გუნდის "ლივერპულის" ფანები სოციალურ მედიაში ეხმაურებიან:
"ნახეთ მამარდაშვილმა რა სეივი გააკეთა ბოლო წამებე? საოცარი ბიჭია"
"დაიმახსოვრეთ, ის საუკეთესო იქნება"
"ქართველი კედელი, რომელიც შემდეგ სეზონში "ლივერპულის" კარს დაიცავს. უმაგრესი შენაძენია"
"ეს რა გააკეთა მამარდაშვილმა? ვინმემ თამაშს უყურეთ? ჩვენმა მომავალმა მეკარემ ფრთები შეისხა"