ტეხასში მძიმე წონაში კრივის მატჩი შედგა. 27 წლის იუთუბერმა ჯეიკ პოლმა მსაჯების გადაწყვეტილებით 58 წლის მაიკ ტაისონი დაამარცხა.
აღნიშნულ ბრძოლაზე კანადელმა რეპერმა დრეიკმა 355 000 დოლარი ლეგენდარული ტაისონის გამარჯვებაზე განათავსა.
გამარჯვების შემთხვევაში, ის მილიონ დოლარზე მეტს იგებდა, თუმცა წააგო.