გარეტ ბეილმა გაიხსენა, როგორ სურდა მის ყოფილ თანაგუნდელს, კრიშტიანუ რონალდუს, მუდმივად თავის გამოჩენა.
როგორი იყო რონალდუ?
„მწყობრში იყო. ჰქონდა მომენტები, როცა მაგალითად, 5:0-ს ვიგებდით, მაგრამ მას გოლი ვერ გაჰქონდა, ის გასახდელში შემოდიოდა და ბუცებს ისე ისროდა, თითქოს გაბრაზებული იყო.
თუმცა, საერთო ჯამში, სასიამოვნო საურთიერთობო იყო, არანაირი პრობლემა არ შეგვქმნია.
როცა ოქროს ბურთებს იგებდა, გუნდს მადლობას უხდიდა?
ვფიქრობ, კი, მაგრამ... კი", - ღიმილით დაასრულა უელსელმა ექს-ფეხბურთელმა და კამერას შეხედა.