ყაზახეთის დედაქალაქ ასტანაში, ჭიდაობა სამბოში მსოფლიო ჩემპიონატი გაიმართა, სადაც, ქართველმა სპორტსმენმა, ჯაბა თურქიამ ოქროს მედალი მოიპოვა.
აღსანიშნავია, რომ ჯაბას ოქროს მედალი 5 წლის განამბლობაში არ ჰქონდა მოპოვებული და მან ეს ნავსი ყაზახეთში გატეხა.
საგულისხმოა, რომ თურქია 71 კილოგრამ წონით კატეგორიაში ასპარეზობდა, სადაც მან ყველა მეტოქე დაამარცხა.
რაც შეეხება მის მწვრთნელებს, ჯაბას გვერდში კონსტანტინე ხუბუტია, ზურაბ ძაძამია და გრიგოლ გუგუშვილი ედგნენ.