„სენტ ეტიენის“ ნახევარმცველისთვის წლევანდელი სეზონი საკმაოდ საინტერესოდ დაიწყო. ზურიკო დავითაშვილმა ოქტომბრის თვის მატჩები ძალიან ეფექტურად ჩაატარა და სეზონში ჯამში უკვე 5 გოლი ჩაიწერა საკუთარ ანგარიშზე. ქართველმა ლეგიონერმა „ოსერს“ ჰეთ თრიკი შეუსრულა, ხოლო „ანჟერის“ წინააღმდეგ 2 გოლის გატანა შეძლო.
მსგავსი შედეგის დამსახურებით, იგი ოქტომბრის თვის საუკეთესო ფეხბურთელებს შორის დაასახელეს. თვის MVP-ის გამოსავლენად გამართულ გამოკითხვაში დავითაშვილს კონკურენციას „ლილის“ მეკარე ლუკას შევალიე და ბრედლი ბარკოლა უწევდნენ. თუმცა, ხმების უმრავლესობა სწორედ ქართველმა მოიპოვა.
ოქტომბერმა ზურიკო დავითაშვილისთვის საკმაოდ წარმატებით ჩაიარა. ლიგა 1-ის თვის საუკეთესო გოლადაც სწორედ მის მიერ „ოსერის“ კარში გატანილი პირველი გოლი დაასახელეს.