ლიგა 1-ის მე-12 ტურში "ლიონმა" "სენტ-ეტიენი" სახლში მიიღო და ანგარიშით 1:0 დაამარცხა.
ჩვენთვის ამ შეხვედრას განსაკუთრებული დატვირთვა ჰქონდა, რადგან ერთმანეთს გიორგი მიქაუტაძე და ზურიკო დავითაშვილი დაუპირისპირდნენ.
მიუხედავად იმისა, რომ "ლიონმა" ზურიკოს გუნდი დაამარცხა, ქართველმა მოედანზე საუკეთესო შეფასება დაიმსახურა.
გამოცემა "Sofascore"-მა დავითაშვილი თამაში 8,3 ქულით შეაფასა, რაც მოედანზე საუკეთესო მაჩვენებელია.
აქვე გეტყვით, რომ მიქაუტაძემ, რომელსაც მხოლოდ 10 სათამაშო წუთი მიეცა, გამოცემისგან 6,7 ქულა დაიმსახურა.