როგორც მოგეხსენებათ, 10 ნოემბერს ლიგა 1-ის მე-11 ტურში ერთმანეთს “ლიონი” და “სენტ-ეტიენი” დაუპირისპირდებიან.
ამ მატჩთან დაკავშირებით ქართველმა ქომაგმა მიქაუტაძესა და დავითაშვილს შორის არჩევანი გააკეთა და ფსონი განათავსა.
ქართველ გულშემატკივარს სჯერა, რომ ამ რთულ ბრძოლაში გიორგი მიქაუტაძის გუნდი, ანგარიშით 2:1-ს გაიმარჯვებს, რაზეც მან 500 ლარი განათავსა.
აქვე გეტყვით, რომ აღნიშნული დაპირისპირება თბილისის დროით, 23:45 საათზე გაიმართება.