"მანჩესტერ იუანიტედის" ერთ-ერთი ინსაიდერი გუნდის მთავარი მწვრთნელის შეცვლის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.
მისი თქმით, კლუბის მესვეურები ერიკ ტენ ჰაგის შემცვლელს ეძებენ.
ჯერ-ჯერობით ვარიანტები არ არის ცნობილი.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში კლუბს პრემიერ ლიგაში 28 მატჩი აქვს ჩატარებული, სადაც 15 მოიგო, 11 წააგო და 2 ფრე ითამაშა. ჩემპიონთა ლიგაზე კი ჯგუფში ბოლო ადგილი დაიკავა.