როგორც მოგეხსენებათ, ხვიჩა კვარაცხელია "ნაპოლისთან" კონტრაქტის განახლების თაობაზე დიდი ხანია ვერ თანხმდება.
ამის ფონზე, სხვა კლუბების ქართველისადმი ინტერესი უფრო და უფრო იზრდება.
იწერება, "მანჩესტერ იუნაიტედზე", რომლის ახალ მთავარ მწვრთნელს, რუბენ ამორიმს კვარას საკუთარ გუნდში ხილვა ძალიან სურს.
მედიაში ახლახანს გავრცელდა ცნობა, რომ ხვიჩასთვის მომავალ ზაფხულს "პსჟ" ისევ იბრძოლებს.
ისინი გასულ სატრანსფერო ფანჯარაზეც ცდილობდნენ ქართველის დამატებას, თუმცა ანტონიო კონტემ ეს ტრანსფერი დაბლოკა. ამასთან ერთად აურელიო დე ლაურენტისი მეტ თანხას ითხოვდა.
გამოცემა "PSGINSIDE" იუწყება, რომ თუ ლუის ენრიკე გუნდში დარჩება "პსჟ"-სთვის კვარაცხელია მთავარი მიზანი იქნება.
თუ ზაფხულამდე ფონი იგივე იყო, კვარას "ნაპოლიში" დარჩენა გამორიცხულია. ან კონტრაქტი უნდა განახლდეს შესაბამისი მოთხოვნები, ან დე ლაურენიტსმა კვარა უნდა დათმოს.
აქვე მოგახსენებთ, რომ ხვიჩას სატრანსფერო ღირებულება 80 მილიონი ევროა, თუმცა დიდი ალბათობით "ნაპოლი" ქართველს 100 მილიონზე ნაკლებად არ გაუშვებს.