ქართველი ლეგიონერი ინგლისურ ლიგაში საკმაოდ წარმატებით განაგრძობს გამოსვლას. გიორგი ჩაკვეტაძე უკვე არაერთი საინტერესო სტატისტიკის სათავეში მოხვდა. ამჯერად, OPTA-მ იმ ფეხბურთელების სია შეადგინა, რომლებმაც ჩემპიონშიპის წლევანდელი სეზონის გავლილ ტურებში ყველაზე მეტი საგოლე შანსი შექმნეს ღია თამაშიდან.
აღნიშნული რეიტინგის მიხედვით, გიორგი ჩაკვეტაძე სიის პირველ ადგილზე მოხვდა. 25 წლის ფეხბურთელმა წლევანდელ სეზონში ყველაზე მეტი, 30 საგოლე შანსი შექმნა. მსგავსი შედეგის დამსახურებით, იგი პრემიერ ლიგის, ლიგა ერთის, ლიგა ორის და ჩემპიონშიპის ყველა მოთამაშეს უსწრებს.
ჩაკვეტაძემ წლევანდელ სეზონში საკუთარ ანგარიშზე უკვე 1 გოლი და ოთხი საგოლე გადაცემა მიითვალა. თუმცა, მისი მონაწილეობით „უოტფორდის“ შეტევები ყოველთვის სახიფათოა და ამაზე OPTA-ს სტატისტიკაც მეტყველებს.