ქართველი ლეგიონერებისთვის წლევანდელი საფეხბურთო სეზონი საკმაოდ წარმატებით მიმდინარეობს. საწყის ტურებში თავი გამოიჩინა გიორგი ჩაკვეტაძემაც. მისი თამაში განსაკუთრებით კარგად შეფასდა ინგლისის ჩემპიონშიპის ბოლო ტურში. ლიგის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ მე-13 ტურის სიმბოლურ თერთმეტეულში სხვა გამორჩეულ ფეხბურთელებთან ერთად ჩაკვეტაძეც შეიყვანეს.
„უოტფორდში“ მოთამაშე 25 წლის ფეხბურთელმა ჩემპიონშიპის ბოლო შეხვედრაში „შეფილდ უენსდეის“ წინააღმდეგ საგოლე გადაცემა მიითვალა საკუთარ ანგარიშზე. საერთო ჯამში მან წლევანდელ სეზონში უკვე 1 გოლი და 3 საგოლე გადაცემა დააგროვა, მომდევნო ტურში კი „სუონსის“ წინააღმდეგ შეეცდება აღნიშნული სტატისტიკის გაუმჯობესებს.
ინგლისის ჩემპიონშიპის მე-13 ტურის სიმბოლური გუნდი ასე გამოიყურება: