3 კვირის და 1 დღის წინ
ნიკა მშვილდაძე
Aa

მაგარი ამბავია - რა შეიძლება მოხდეს მამარდაშვილის "ლივერპულში" გადასვლის შემდეგ

როგორც მოგეხსენებათ, გიორგი მამარდაშვილი "ლივერპულის" რიგებს 2025 წლის ზაფხულიდან შეუერთდება. 

ბუნებრივია, ბევრს უჩნდება კითხვა, თუ რა ბედი ელის ალისონ ბეკერს. 

თურქული გამოცემა "Futboo"-ს ინფორმაციით, არის შანსი, რომ ბრაზილიელმა მეკარემ მერსესაიდელთა რიგები დატოვოს. 

იწერება, რომ ალისონს თურქეთის სუპერ ლიგიდან სხვადასხვა შემოთავაზებები აქვს და განსაკუთრებით "გალათასარაი" აქტიურობს. 

გარდა ამისა, ბრაზილიელ მეკარეს საუდის არაბეთშიც აქტიურად ეპატიჟებიან და აზიიდან არაერთი წინადადებაც მიიღო. 

ასე და ამგვარად, ეს ყველაფერი კი იმას ნიშნავს, რომ არის შანსი, მამარდაშვილი "ლივერპულში" კონკურენტის გარეშე დარჩეს და ძირითადი შემადგენლობის ადგილი გაინაღდოს. 

Facebook კომენტარები