როგორც მოგეხსენებათ, "მანჩესტერ იუნაიტედს" ახალი მთავარი მწვრთნელი, რუბენ ამორომი გახდა.
პორტუგალიელ სპეციალისტს "წითელ ეშმაკებში" გუნდის ახლიდან აწყობა სურს.
როგორც ინგლისურ პრესაში იწერება, მისი ერთ-ერთი მთავარი მიზანი ხვიჩა კვარაცხელიას "ნაპოლიდან" გადაბირება იქნება.
ქართველის დამატება ანტონის ნაცვლად სურს.
აქვე აღსანიშნავია, რომ კვარა "ნაპოლისთან" კონტრაქტის განახლების თაობაზე დეტალებს დღემდე ვერ აგვარებს.