3 კვირის და 4 დღის წინ
გიორგი სოხაძე
Aa

რა გააკეთა რონალდუმ, როცა მამის გარდაცვალების შესახებ პირველად გაიგო

2005 წელს, კრიშტიანუ რონალდუს ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე რთული მომენტი დადგა, რადგან 20 წლის ვარსკვლავმა მამა დაკარგა.

კრიშტიანუ ეროვნულ ნაკრებთან ერთად იყო და რუსეთთან მატჩისთვის ემზადებოდა, მამის გარდაცვალება კი მასზე ადრე თანაგუნდელებმა და მწვრთნელებმა გაიგეს.

იმ დროისთვის, პორტუგალიას ლუიშ ფელიპე სკოლარი წვრთნიდა, რომელმაც მედიასთან საუბრისას ეს შემთხვევა გაიხსენა.

"ძალიან რთული მომენტი იყო. მაშინ შედგა ნამდვილი კავშირი ჩვენს, როგორც მწვრთნელსა და სპორტსმენს შორის. ეს ამბავი რუსეთთან მატჩამდე გავიგეთ, თუმცა არავინ იცოდა როგორ უნდა ეთქვა ეს რონალდუსთვის, ამის სურვილიც არ ჰქონდათ.

მე ვთქვი, რომ კრიშტიანუს თავად ვეტყოდი მამის გარდაცვალების შესახებ, რადგან რამდენიმე წლის წინ თავად დავკარგე მშობელი, ამიტომ გამოცდილება მქონდა.

ძალიან საწყენი ამბავი იყო, თუმცა მან მეორე დღეს მაინც მიიღო მატჩში მონაწილეობა, ბრწყინვალედ ითამაშა და პორტუგალიაში დაბრუნდა.

თამაში თავად მთხოვა. როცა ეს ამბავი ვუამბე, მითხრა - 'მე დღეს ვერაფერს გავაკეთებ მამაჩემისთვის, ამიტომ ხვალ ვითამაშებ, შემდეგ კი წავალ", - გაიხსენა სკოლარიმ Marca-სთან საუბრისას.

Facebook კომენტარები