ესპანეთის ქალაქ ვალენსიაში უდიდესი კატასტროფა დატრიალდა - წყალდიდობის შედეგად ქალაქის უამრავლი მაცხვორებელი დაშავდა და ათეულობით ადამიანი გარდაიცვალა.
სწორედ აღნიშნული ამბის გამო გიორგი მამარდაშვილის "ვალენსიასა" და მადრიდის "რეალის" დაპირისპირება ოფიციალურად გადაიდო.
მედიაში სავარაუდო თარიღების შესახებ სხვადასხვა ინფორმაცია გავრცელდა, თუმცა ზუსტი დრო ამ ეტაპზე ცნობილი არ არის.
აქვე გეტყვით, რომ ეს დაპირისპირება 2 ნოემბერს, "მესტალიაზე" უნდა ჩატარებულიყო.