ინგლისურმა კლუბმა ვახტანგ სალიას ტრანსფერის გაფორმება ოფიციალურად დაადასტურა. მომავალი წლიდან, 17 წლის შემტევი პრემიერ ლიგაში ითამაშებს. აღსანიშნავია, რომ ინგლისის უმაღლეს საფეხბურთო ლიგას მომავალ სეზონში კიდევ ერთი ფეხბურთელი და „ლივერპულის“ ახალი მეკარე, გიორგი მამარდაშვილი შეუერთდება.
მამარდაშვილისა და სალიას სიტუაციას კიდევ ერთი საერთო დეტალი აქვს. უახლესი ინფორმაციის მიხედვით, ქართველი შემტევი მამარდაშვილის მსგავსად წლევანდელ სეზონს ამჟამინდელ კლუბში გაატარებს. სალია „დინამო თბილისის“ რიგებში იჯარის სახით 2025 წლის ზაფხულამდე დარჩება, შემდეგ კი საკუთარ დაბადების დღეზე „ნიუკასლს“ შეუერთდება.
ვახტანგ სალიას ანგარიშზე წელს უკვე 5 გოლი და 2 საგოლე გადაცემაა. საინტერესო იქნება იმის ხილვა, თუ რა შედეგებს აჩვენებს იგი ინგლისური გუნდების წინააღმდეგ.