4 კვირის და 1 დღის წინ
გიორგი სოხაძე
Aa

რონალდუს დედა: "კრიშტიანუს ვთხოვე, რომ ჩემ სიკვდილამდე ეს გააკეთოს"

კრიშტიანუ რონალდუმ ევროპული ფეხბურთი მიატოვა და კარიერა საუდის არაბეთში, კონკრეტულად კი "ალ-ნასრიში" გააგრძელა.

მიუხედავად ამისა, 38 წლის ლეგენდას მაინც ევროპაში სურს კარიერის დასრულება. აღნიშნულ საკითხზე რონალდუს დედამ გააკეთა კომენტარი.

კრიშტიანუს დედის, დოლორეშ ავეირუს თქმით, მან თავის შვილს სთხოვა, რომ ის ოდესმე "სპორტინგში" დაბრუნდეს.

"რონალდუ აქ ჩემს გამო უნდა დაბრუნდეს. მას მოსწონს სპორტინგის თამაშების ყურება და უკვე ვუთხარი, რომ მსურს ჩემ სიკვდილამდე ის სპორტინგში ვიხილო.

ვნახოთ, თუმცა თუ ამას ის არ გააკეთებს, მაშინ კრისტიანინიო ითამაშებს სპორტინგში ! კრიშტიანუს შვილი ახლა უკეთესია, ვიდრე მის ასაკში თავად რონალდუ ის იყო.

მაშინ, რონალდუს მწვრთნელი არ ყავდა, ახლა კი შვილს თავად წვრთნის", - განაცხადა ავერიუმ.

Facebook კომენტარები