ლიგა 1-ის სიმბოლურ გუნდში ერთდროულად 2 ქართველი მოხვდა » isport.ge
3 კვირის და 2 დღის წინ
ზურა ახალკაცი
Aa

ლიგა 1-ის სიმბოლურ გუნდში ერთდროულად 2 ქართველი მოხვდა

გასულ კვირაში ფრანგული ლიგის მაყურებლებმა ქართული შოუ იხილეს. ჟორჟ მიქაუტაძემ და ზურიკო დავითაშვილმა საკუთარი გუნდები ასახელეს და შესანიშნავი გოლების გატანაც შეძლეს. ამის დამსახურებით, ორივე მათგანი საფრანგეთის ჩემპიონატის ბოლო ტურის სიმბოლურ თერთმეტეულში მოხვდა.

ისტორიული შედეგის დაფიქსირების მიზეზი მიქაუტაძის მიერ „ლიონის“ მაისურით გატანილი პირველი დუბლი გახდა. ამასთანავე, ზურიკო დავითაშვილმა საკუთარ გუნდს კვლავ სასიცოცხლო ქულების მოპოვებაში შეუწყო ხელი და „ანჟერის“ წინააღმდეგ მანაც ორი გოლი გაიტანა. 

დავითაშვილი „მწვანეების“ ლიდერად უკვე ჩამოყალიბდა, ხოლო მიქაუტაძე „ლიონში“ არსებული კონკურენციის დაძლევას წარმატებით განაგრძობს.

Facebook კომენტარები