ამის შემდეგ თოფურიას მაგრად ვცემ - პადი პიმბლეტი განცხადებას აკეთებს » isport.ge
3 კვირის და 3 დღის წინ
გიორგი ტვილდიანი
Aa

ამის შემდეგ თოფურიას მაგრად ვცემ - პადი პიმბლეტი განცხადებას აკეთებს

UFC-ის მებრძოლმა, პედი პიმბლეტმა ილია თოფურიას შესახებ ისაუბრა. შეგახსენებთ, რომ აღნიშნულ მებრძოლებს შორის არის საკმაოდ დაძაბული ურთიერთობა და ინგლისელი უკვე წლებია ცდილობს ქართველი ჩემპიონის გამოწვევას.

ცოტა ხნის წინ, მან მორიგი ხმაურიანი განცხადება გააკეთა:

„არ შემიძლია მოცდა იქამდე, სანამ თოფურია დაბრუნდება. ჯერ კიდევ იმას ვფიქრობ, რომ მისი დამარცხება ნებისმიერ დროს შემიძლია. სულ მალე ვოლკანოვსკი ილიას რემატჩში გაანადგურებს და თუ ამის გაკეთებას ვერ შეძლებს, მე ვიზამ. მის დასაჩოქებლად ნებისმიერ დროს მზად ვარ“, - განაცხადა პედიმ.

შეგახსენებთ, რომ მაქს ჰოლოუეის დამარცხებით, ქართველმა მებრძოლმა საჩემპიონო ქამარი დაიცვა. მისი შემდეგი მოწინააღმდეგე უდიდესი ალბათობით იქნება სწორედ ალექსი და ბრძოლა სანტიაგო ბერნაბეუზე შედგება.

Facebook კომენტარები