“პლაჟზე ვმუშაობდით, შეზლონგებს ვაწყობდით მე და ჩემი ძმა ყოველ დილით” - ილია თოფურიას საინტერესო ისტორია » isport.ge
3 კვირის და 3 დღის წინ
სახელი უცნობია
Aa

“პლაჟზე ვმუშაობდით, შეზლონგებს ვაწყობდით მე და ჩემი ძმა ყოველ დილით” - ილია თოფურიას საინტერესო ისტორია

როგორ მოგეხსენებათ, 26 ოქტომბერს UFC 308-ზე ილია თოფურიამ მე-3 რაუნდში ლეგენდარული მაქს ჰოლოვეი დაანოკაუტა და ქამარი დაიცვა.

ჩხუბის შემდეგ ინტერვიუში ქართველმა მებრძოლმა თავისი და ალექსანდრეს ბავშვობა გაიხსენა:

პლაჟზე ვმუშაობდი. შეზლონგებს ვაწყობდით მე და ჩემი ძმა ყოველ დილით, მერე ღამე ისევ უკან ვალაგებდით. კლასებს ვატარებდი, როგორც მწვრთნელი ჯიუ ჯიცუში.”

“მაღაზიაში ვმუშაობდი სალაროსთან და კვირაობით დაცვაში ვმუშაობდი. ეს ყველაფერი იმიტომ, რომ მომეგროვებინა თანხა, იმისთვის რომ საკუთარი თავი დამესპონსორებინა და მქონოდა საშუალება შეჯიბრებებზე წავსულიყავი. მაგიტომ ვამბობ, რომ ვისაც უნდა, იმას შეუძლია კიდეც.  12 წლის წინ, როცა ხალხს ველაპარაკებოდი იმაზე, რომ ჩემი ოცნება იყო UFC-ს მსოფლიო ჩემპიონი გავმხდარიყავი, ბევრს ეცინებოდა, თუმცა დღეს ვფიქრობ თავად დარჩნენ სასაცილოები.“ - განაცხადა ილია თოფურიამ.

Facebook კომენტარები